საქართველოს ბაზარზე საჯარო სააქციო საზოგადოება „ლუკოილი“ იმყოფება 2002 წლის თებერვლიდან. მართვის ოფისი მდებარეობს თბილისში. საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოს შიდა ბაზარზე, როგორც მცირე საბითუმო, ასევე საცალო.
ნავთობპროდუქტების რეალიზაცია ხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით „ლუკოილის“ ბრენდის ქვეშ, ზოგიერთი მათგანი არის საკუთრებაში არსებული, იჯარით და ლიცენზიით აღებული სადგურები.
გასული ექვსი წლის განმავლობაში კომპანია ყოველწლიურად ხდებოდა სახელმწიფო ტენდერების გამარჯვებული სახელმწიფო ავტოტრანსპორტის საწვავით მომარაგებაზე. ამასთან დაკავშირებით, 15 ათას სახელმწიფო მანქანაზე იყო დამონტაჟებული კორპორატიული კლიენტების უკონტაქტო მომსახურების ახალი სისტემა (VIS).
კომპანიასთან არსებული
შვილობილი კომპანია | საქმიანობა |
---|---|
შპს "ლუკოილ ჯორჯია" | ![]() |
კომპანიის საკუთარბენზინგასამართსადგურებზე დაიწყო ბრენდირებული საწვავის Ecto (ah-95, დიზელი) გაყიდვა. შედგა პროდუქტის ოფიციალური პრეზენტაცია.
დაიწყო საკუთარი ნავთობბაზის „ძეგვის“ ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდა საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ქსელის (21 ავტოგასამართი სადგური) სრული რეკონსტრუქცია — მათი მიყვანა ბოლო საფირმო სტილის შესაბამისობაში, რამაც საშუალება მოგვცა პოზიციები შეგვენარჩუნებინა საცალო ბაზარზე.